PSP თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს

კომპანია PSP აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ 25 დასახელების მედიკამენტი, 44 766 კოლოფი, შემოიტანა. ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ მედიკამენტს სთავაზობს.

„თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

ახალი რეგულაციის ამოქმედების შედეგად, 2022 წლის თებერვლიდან PSP ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ კომუნიკაციას თურქეთის სადისტრიბუციო კომპანიებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; ამ ეტაპზე ის 25 დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელზეც თურქეთიდან ექსპორტის ნებართვა აქვთ დისტრიბუტორებს. ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“, - აცხადებენ PSP-ში.

(R)

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს