ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ღირსეულად ეწინააღმდეგება გარე ზეგავლენას, სანქციებს და პროვოკაციებს - ქვეყანა მდგრად განვითარებას განაგრძობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, მაგრამ მისი ქვეყანა თავისი მასშტაბით უპრეცედენტო, „არალეგიტიმურ“ სანქციებს ღირსეულად უმკლავდება.

„რუსეთი ღირსეულად ეწინააღმდეგება გარე ზეგავლენას, სანქციებს და პროვოკაციებს. შექმნილ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა მდგრად განვითარებას განაგრძობს. ხალხი უპრეცედენტოდ არის კონსოლიდირებული და ამის დემონსტრირება შეიარაღებული ამბოხის მცდელობის დროს მოახდინა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური უთანხმოება უფრო მწვავე ხდება და უსაფრთხოების დეგრადირებას იწვევს.

„განვითარებული ქვეყნების ვალების უკონტროლო ზრდის ფონზე, ახალი გლობალური კრიზისის, სოციალური განშრევების და სიღარიბის დონის მომატების რისკები იზრდება“, - განაცხადა პუტინმა.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი ვიდეოკავშირის ფორმატში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება