ლევან ხაბეიშვილი - რუსული პარტიის და „კაგებეშნიკი“ კობახიძის ამოცანაა, კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ - ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შესრულდა

რუსული პარტიის და „კაგებეშნიკი“ კობახიძის ამოცანაა, კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შესრულდა.

„12 რეკომენდაციიდან შესრულებულია 3, დანარჩენი 9 შეუსრულებელია. ჩვენდა სამწუხაროდ, დანარჩენ ცხრაზეც ამბობენ, რომ წარმატებით არ მიმდინარეობს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბოტაჟს აწარმოებს რუსული პარტია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ჩვენ ეს ამ გზაზე ვნახეთ, თუნდაც რუსული კანონით, რომელიც მათ შემოიტანეს და შემდეგ ახალგაზრდების „მეცადინეობით“ მოუწიათ ამ ყველაფრის უკან წაღება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ლობისტი ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კანდიდატის სტატუსის საკითხზე, რომ არ დაისაჯოს საქართველოს მოქალაქე, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური რეჟიმის გამო, თუმცა, ცხადია, აბსოლუტურად მესმის ჩვენი ევროპელი კოლეგების, რომლებიც ამბობენ: სასამართლო არ გაქვთ, ოლიგარქიული ხელისუფლებაა, პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ, მედიას თავს ესხმიან და ჩვენ ეს მიშა მშვილდაძესთან მიმართებით ვნახეთ. შესაბამისად, რუსული პარტიის და „კაგებეშნიკი“ კობახიძის ამოცანაა, ეს სტატუსი არ მივიღოთ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო