ზუგდიდში მასწავლებელთა ორდღიანი კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო Palm Beach -ში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა რიგით მე-4 კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც ზუგდიდის საჯარო სკოლების 50-მდე მასწავლებელი და სკოლის დირექტორი იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

კონფერენციის დასაწყისში მონაწილეებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მიესალმა.

მამუკა წოწერიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, ყველა ჩართულ ორგანიზაციას კონფერენციის მხარდაჭერისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ამ კონფერენციამ მიიღო საერთაშორისო ხასიათი და წელს ესტონეთის განათლების სისტემის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავს, გამოცდილებების გაცვლა გაზიარებას ერთმანეთისთვის და ახალი სასწავლო პრაქტიკების დანერგვას.

პროექტი ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით.

კონფერენციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრებისა და პოსტერების გამოფენა მოეწყო.

კონფერენციას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა, საჯარო სკოლის დირექტორები და რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ზუგდიდის მერია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო