Dodge, Alfa Romeo და RAM ყველაზე უპრობლემო ავტომობილების ტოპ სამეულს ინაწილებენ

ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ახალი ავტომობილების გამძლეობა და ხარისხი უარესდება. გამოვლენილი პრობლემების უმეტესობა ხშირად სწორედ ელექტრონულ სისტემებთან არის დაკავშირებული. J.D. Power-ის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ახალი ავტომობილების ხარისხი დრამატულად გაუარესდა, კერძოდ, ყოველ 100 ახალ ავტომობილზე საშუალოდ 192 პრობლემა ფიქსირდება, რაც 12-ით მეტია წინა წლის, ხოლო 30-ით მეტი 2021 წლის მაჩვენებელზე.

ანალიტიკური ორგანიზაციის დირექტორის, ფრენკ ჰენლის შეფასებით, პრობლემების რაოდენობა ახალ ავტომობილებში მკვეთრად გაზრდილია.

მოგეხსენებათ, ყოველწლიურად კომპანიებს ავტომობილებში უფრო მეტი ფუნქციონალის დამატება უწევთ, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო საჭირო. 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, J.D. Power-ის რეიტინგში ყველაზე კარგი შედეგი ახალი ავტომობილების ხარისხის კუთხით Stellantis-ის ჯგუფში შემავალ ბრენდებს აქვთ, მათ შორის, Dodge-ს, RAM-ს და Alfa Romeo-ს. როგორც აღვნიშნეთ, ყოველ 100 ავტომობილზე პრობლემების საშუალო მაჩვენებელი 192-ია. Dodge-ის შემთხვევაში კი მხოლოდ 140 პრობლემა ფიქსირდება, RAM-ს საშუალოდ 141 პრობლემა ჰქონდა, ხოლო Alfa Romeo-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 143 იყო, რაც ინდუსტრიულ საშუალოსთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგია.

J.D. Power-ის შეფასებით, საქართველოში ასევე პოპულარულ სხვა ბრენდებს, მაგალითად, Porsche-ს 167 პრობლემა უფიქსირდება, Lexus-ს 171, BMW-ს 192, Toyota-ს 194 პრობლემა, Mercedes-Benz-ს 201, ხოლო LAND ROVER-ს 203 პრობლემა უფიქსირდება, ყველაზე ცუდი შედეგები - საშუალოდ ყველაზე მეტი პრობლემა Tesla-ს, Rivian-ის, Polestar-ის და Lucid-ის შემთხვევაში ვლინდება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეიტინგი მოიცავს მხოლოდ 2023 წელს გამოშვებულ ავტომობილებს და ის მხოლოდ რამდენიმეთვიან სტატისტიკას ითვალისწინებს, შესაბამისად, ექსპლუატაციის 5 ან 10 წელიწადში რეიტინგი, შესაძლოა, განსხვავებული იყოს.

გამძლეობის რეიტინგი: (პრობლემების რაოდენობა 100 ავტომობილზე)

(R)

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი