ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მშენებლობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის შესაბამისად დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი და მოეწყო სკამები.

„ახალი სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 108 000 ლარამდეა.

პროექტი მოსახლეობის ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მერიამ განახორციელა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა