შალვა პაპუაშვილი - ცინიზმის მწვერვალია, როცა პრეზიდენტ  ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის დეპოლარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცინიზმის მწვერვალია, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის დეპოლარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„როგორც გუშინ შევიტყვე, ის (ნიკა გვარამია) არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც მასთან შევიდა. ამიტომ, აღარ გვინდა ამაზე საუბარი. სიყალბის თეატრი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დაიდგა, ეს კიდევ სხვა არის. უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვთქვა, არანაირი კავშირი არ აქვს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციასთან. ამიტომაც არის ჩემი აზრით ის, რომ მას არც ერთხელ თავად არ უხსენებია ეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასზე ზეწოლას ახდენდა, რომ შეეწყალებინა. ზუსტად ამას გაუსვა ხაზი შეწყალების შემდეგ, რომ ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. აღმოჩნდა, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც ამ შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის. თუკი ვინმემ წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციაში, ერთ-ერთი გახლდათ სწორედ ის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის