შალვა პაპუაშვილი - სამი ომი აქვს გამოვლილი, თუ ვინმეს ნაომარი აქვს რუსეთთან, ჩვენ ვომობდით და დღეს რომ ყველა თბილად არის დაფარული ნატო-ს ქოლგით და მორალისტური პოზიციებიდან გვესაუბრებიან, ამაზე ჩვენი პასუხი გვექნება

როდესაც მორალისტობას იწყებენ საქართველოს მიმართ, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და თუ ვინმეს ნაომარი აქვს რუსეთთან, ჩვენ ვომობდით და დღეს რომ ყველა თბილად არის დაფარული ნატო-ს ქოლგით და აქეთ მორალისტური პოზიციებიდან გვესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხი გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან და ამასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სანქციების მთელი ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ სანქციების დამწესებელ ქვეყნებს იმაზე მეტი ზიანი არ უნდა მიადგეთ, ვიდრე ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც ხდება ამ სანქციების დაწესება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველო ამ პრინციპს ითვალისწინებს, მის წინააღმდეგ მორალისტური პოზიცია არ უნდა ჰქონდეთ, მათ შორის არც ქვეყნის გარეთ.

“სანქციებს მეთერთმეტე ეტაპი იყო, რომელიც სულ ახლახან გამოცხადდა. ჩვენ ვნახეთ თავიდან რამდენად მცირე საკითხს ეხებოდა, ნელ-ნელა იმატებდა და ყოველი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, რა დისკუსიის ფონზე მიდის. არის ინტერესები და სანქციების შემოღების დროს, ისეთი სანქციების შემოღება ხდება, რომელიც ზედმეტად, ჭარბად არ დააზიანებს იმ ქვეყნებს, ვისაც შემოაქვს სანქციები. ეს არის ლოგიკა თავად სანქციის - სანქციის მიზანი არის დააზიანო სხვა უფრო მეტად, ვიდრე დააზიანებ საკუთარ თავს. ჩვენ ამ პერიოდში ვნახეთ, რომ სხვადასხვა მოცულობით ხდება, მათ შორის, ენერგორესურსების შესყიდვა. დღესაც, უკრაინის გავლით, მარტო ერთი მილით, რომელიც გადის უკრაინაზე, ევროკავშირი იღებს ბუნებრივ აირს და 20 მილიონ ევროს თუ დოლარს ყოველ დღე უხდის რუსეთს. 20 მილიონი არის 4-5 ტანკი და ისე დათვალონ თუ ვინმეს აინტერესებს ეს საკითხი. ყველა ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ იმისთვის, რომ დაეხმარო, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად არ დააზიანო, ვიდრე რუსეთი. ამას აკეთებს ყველა, მათ შორის, საქართველოც ასე მოქმედებს. ამ დროს როცა მორალისტობას იწყებენ საქართველოს მიმართ, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ასეთი მორალისტობის შემთხვევაში ჩვენ ჩვენი პასუხი გვექნება. ჩვენ რომ გვეუბნებიან, თითქოს ქართული ღვინო რომ გადის რუსეთში, საქართველო ხელს ითბობს ამ ომით - შარშან, 2022 წელს, მარტო 3 თვეში, აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში, ლატვიიდან რუსეთში იმდენივე ალკოჰოლური სასმელი შევიდა, რამდენიც საქართველოდან მთელი წლის განმავლობაში. ლატვია რომ იმდენ ღვინოს არ აწარმოებს, რამდენსაც საქართველო, მგონი, ყველა ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც მორალისტობას იწყებენ საქართველოს მიმართ, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და თუ ვინმეს ნაომარი აქვს რუსეთთან, ჩვენ ვომობდით და დღეს რომ ყველა თბილად არის დაფარული ნატო-ს ქოლგით და აქეთ მორალისტური პოზიციებიდან გვესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხი გვექნება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო