დავით უსუფაშვილი - ჩვენ გვყავს ძალადობისკენ მოწოდებების, პარლამენტში გინების, ცხვირ-პირის დალეწვის ლეგიტიმაციის და შესაბამისი გზავნილების გამავრცელებელი ხელისუფლება - დაწერილი და დაუწერელი კანონია, რომ დაღმასვლის გზაზე დამდგარი რეჟიმები ძალადობაზე გადადიან

ჩვენ გვყავს ძალადობისკენ მოწოდებების, პარლამენტში გინების, ცხვირ-პირის დალეწვის ლეგიტიმაციის და შესაბამისი გზავნილების გამავრცელებელი ხელისუფლება - დაწერილი და დაუწერელი ზოგადსაკაცობრიო კანონია, რომ დაღმასვლის გზაზე დამდგარი რეჟიმები ძალადობაზე გადადიან, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პოლიტიკური ჯგუფის „ლელოს“ ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ვერანაირი ძალით დამატებით ამომრჩეველს ვერ მოიზიდავს, ამასობაში კი დემოკრატიისა და ევროპისკენ განწყობილი ამომრჩეველი ნელ-ნელა ზურგს აქცევს და აქვს ამოცანა, შეინარჩუნოს ამომრჩეველი, რომელიც მას ჰყავს.

„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია, მედიის ნაწილი და ახლა უკვე პრეზიდენტი სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს - ვართ აგენტები უცხო ძალის ხელში. პატრიოტმა ქართველმა, ვისაც ამის სჯერა, რა უნდა გააკეთოს? - ქვეყანა მტრებისგან უნდა დაიცვას. ამიტომ ვიღებთ ამდენ უბედურებასა და ძალადობას, რომელიც თუ კონტროლიდან ბოლომდე გამოვიდა, ქვეყანა სერიოზულ უფსკრულში ჩაიძირება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება