გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ მიეჩვია მძევლებით საუბარს დასავლელ პარტნიორებთან - დარწმუნებული ვარ, მაინც მოუწევთ თავისივე ხელით სააკაშვილის გათავისუფლება, რაც არ უნდა იქადნოს ირაკლი კობახიძემ

დღეს, როდესაც ზელენსკის სიტყვას დიდი ფასი აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომაც ერთხელ მაინც დაუგდოს ყური ამ ადეკვატურ მოთხოვნას - თუ ახლა არ გაუშვებენ, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ თავისივე ხელით მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რაც არ უნდა იქადნოს ირაკლი კობახიძემ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინიდან საქართველოს ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილებას და კონსულტაციებზე ხელისუფლების უარს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან მძევლებით საუბარს მიეჩვია.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და სწორედ ამას ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან - სამკურნალოდ იქნება, ისე გაუშვებენ თუ ასე, მთავარი ისაა, რომ ეს საკითხი გადასაწყვეტია. დღეს, როდესაც უკრაინას უსმენს მთელი მსოფლიო და ზელენსკის სიტყვას დიდი ფასი აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომაც ერთხელ მაინც დაუგდოს ყური ამ ადეკვატურ მოთხოვნას. საერთოდ, „ქართული ოცნება“ მიეჩვია მძევლებით საუბარს დასავლელ პარტნიორებთან - ნიკა გვარამია ახლა გამოუშვეს; 8 მარტს 3 პოლიტიკური მძევალი ჰყავდათ; 19 აპრილისთვის 2 მძევალი და ა.შ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მათი მძევალი არ არის, პუტინის მძევალია და პრინციპულია, რომ ეს ადამიანი თავისუფალი იყოს. იმიტომ, რომ ის საქართველოს განვითარებას უკავშირდება და აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც რუსეთთან წინააღმდეგობის ერთ-ერთი სიმბოლოა, საპატიმრო დაწესებულებაში არ იჯდეს, მითუმეტეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ იყოს. თუ ახლა არ გაუშვებენ, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ თავისივე ხელით მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რაც არ უნდა იქადნოს ირაკლი კობახიძემ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს. შეგახსენებთ იმასაც, რომ როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები „აბსოლუტურად გამორიცხულია“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო