Oxygen  Fest-ის ფარგლებში რუსთავში ,,კინო დღეები 2023“ ტარდება

რუსთავში, ფესტივალ Oxygen-ის ფარგლებში ,,კინოს დღეები 2023’ გაიხსნა.

რუსთავის მერიის ცნობით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მოწყობილი ,,ოქსიგენის“ საფესტივალო სივრცეში, მაყურებელს, ქართული მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების ნახვის შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში უფასოდ ექნება.

,,კინო დღეები 2023“-ის პირველ დღეს რუსთავის პარკის ღია კინო-თეატრში, რეჟისორ სალომე ვეფხვაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მე, ისინი და მამა“ , ასევე, ილია ასიტაშვილის „სამზადისის“ ჩვენება მოეწყო. ფესტივალის ფარგლებში, 5 ივლისს დავით ფირცხალავას ფილმის “საშლელი“ და ამირან დოლიძის „ცხოველი“, 6 ივლისს კი ,,ოსკარზე“ საქართველოს სახელით წარდგენილი, დათა ფირცხალავას ,,დიდი შესვენება“ იქნება წარმოდგენილი.

,,სამი დღის განმავლობაში გვექნება თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება. პირველი ორი დღე მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმები, 6 ივლისს კი ,,კინო დღეები 2023“-ის დახურვაზე, დათა ფირცხალავას ,,დიდი შესვენება“ იქნება ნაჩვენები. ამ ფილმის ჩვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ წელს საქართველოს სახელით იქნა წარდგენილი ,,ოსკარზე“ და მის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. ასე, რომ რუსთაველ მაყურებელს საშუალება ექნება, ფილმს ამ არაჩვეულებრივ სივრცეში უყუროს“, - განაცხადა ,,ოქსიგენის“ კინო დღეების ორგანიზატორმა ლევან ლომაშვილმა.

მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენი” 2022 წელს, ქალაქ რუსთავში დაარსდა. მუსიკალურ დღეებთან ერთად, ორგანიზატორებს სხვადასხვა მიმართულებით საფესტივალო დღეების გამრავალფეროვნების სურვილი გაუჩნდათ, ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელიც ,,ოქსიგენს“ წელს დაემატა - ,,კინო დღეებია“.

,,დავიწყეთ კინო დღეები, რომელიც 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ველოდებით მაყურებელს, მათ ვისაც უყვარს კინო მობრძანდნენ და ღია სივრცეში ისიამოვნონ ქართული საავტორო ფილმებით. ეს იქნება ერთგვარი მომზადება იმისთვის, რომ მომავალი წლებიდან ჩამოყალიბდეს მაღალი დონის საკონკურსო, სხვადასხვა ნომინაციებით დატვირთული კინოფესტივალი. ჩვენ ასევე ნელ-ნელა ვუახლოვდებით ფესტივალის მთავარ მუსიკალურ ნაწილს, რომელიც 7, 8 და 9 ივლისს ჩატარდება“, - განაცხადა ფესტივალ ,,ოქსიგენის“ დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ.

Oxygen Fest-ი 1-ელ ივლისს გაიხსნა და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის მიზანი, რუსთავში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის ხელშეწყობა და პარკის პოპულარიზაცია, ასევე ისეთი საფესტივალო სივრცის მოწყობაა, სადაც ყველა ასაკის ადამიანი დასვენებასთან ერთად, გართობას, საინტერესო მუსიკისა და საყვარელი შემსრულებლების მოსმენას, თევზაობას, გამოფენა-გაყიდვის, სპორტული და გასართობი კუთხეების დათვალიერებას შეძლებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო