ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) ბიუროს წევრები და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ფრანსის დრუენს და ბიუროს წევრებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ოკუპაციის შედეგებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თვალით ნახეს არსებული სიტუაცია. ვიმედოვნებთ, რომ ასამბლეაში შემავალი წევრების მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა განაცხადა, ასამბლეა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

„ჩვენ ადგილზე გავეცანით ვითარებას, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, რომელიც ხშირად გატაცების მსხვერპლია. ვნახეთ, რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება", - აღნიშნა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის