ხატია დეკანოიძე - არ  მგონია, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე „ქართულ ოცნებაზე“ ვინმემ განსაკუთრებული ზემოქმედება შეძლოს - ერთადერთ გზად ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება მესახება

სამწუხაროდ ვხედავთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაფუჭება ხდება. სრული­ პასუხისმგებლობით შემიძლია თქვა, რომ ამაში „ქართული ოცნების“ წილი არის ძალიან დიდი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო.

„ჩემთვის საქართველო-უკრაინას შორის ასეთი დაბალ ნიშნულზე ურთიერთობები სამწუხაროა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მე ეს მიხარია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ და უკრაინა ვიყოთ ნამდვილად ძალიან ახლოს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაფუჭება ხდება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამაში „ქართული ოცნების“ წილი არის ძალიან დიდი“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას - როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველაზე ჰუმანური ნაბიჯი უკრაინისთვის მისივე მოქალაქის - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება იქნებოდა.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, მას არ ჰგონია, რომ ამ ეტაპზე, „სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე „ქართულ ოცნებაზე“ ვინმემ რაიმე განსაკუთრებული ზემოქმედება შეძლოს“.

„მთავარი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველაზე ჰუმანური ნაბიჯი იქნებოდა უკრაინის მოქალაქის უკრაინისთვის დაბრუნება, მისი ჯანმრთელობის მკურნალობა უკრაინაში, ასევე, მათ შორის, უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან შესვლა“, - აღნიშნავს დეკანოიძე.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მას ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთ გზად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამარცხება ესახება.

„თუ ვინმეს სჭირდება პოლარიზაცია და რადიკალიზაცია ეს არის ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი გზავნილი იქნება პროპაგანდისთვის საკვები, ამიტომ მე ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთ გზად მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება მესახება, რაც ძალიან მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ