ირაკლი ნადარეიშვილი - კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ოფიციალურ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კაპიტალის ბაზარზე კორპორაციული ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის ინსტრუმენტების დანერგვას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების თანახმად, პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განახორციელა, უშუალოდ საკონსულტაციო სამუშაოები კი Galt & Taggart-მა და BDO Georgia-მ ჩაატარეს.

„18-თვიანი პროგრამის შედეგად, 7-მა კომპანიამ ჯამურად 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციების განათავსა. პროგრამის ფარგლებში მათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების გრანტები მიიღეს.

„კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა. მისი ძირითადი მიზანი საქართველოს ბაზარზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ალტერნატიული და დივერსიფიცირებული ინსტრუმენტების დანერგვაა. ამ მხრივ, ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა. მათ შორის, მომზადდა და დაინიციირდა საკანონმდებლო ინიციატივები ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მხრიდან. თუმცა კაპიტალის ბაზრის განვითარებას უფრო მეტი სტიმულირება და კონკრეტული ინსტრუმენტების შეთავაზება სჭირდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ნადარეიშვილმა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელების შედეგად, ქართულმა კომპანიებმა 1 წლის განმავლობაში ბაზარზე 400 მილიონ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდი გამოუშვეს.

მინისტრის მოადგილემ ეკონომიკის სამინისტროს სამომავლო ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისკენ იქნება მიმართული, მათ შორის, კერძო და ვენჩურული კაპიტალის ფონდების განვითარება, ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის კონკრეტული ინსტრუმენტები, ცნობიერების ამაღლება და სხვა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკ სენდეროვიჩმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება