„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი - „რუსული ოცნება“ ისევ გააგრძელებს ანტისაოკუპაციო სიმბოლიკიანი მაისურების და ადამიანების დევნას - მივმართავ ახალგაზრდებს, აუცილებლად ვიმოძრაოთ ანტისაოკუპაციო სიმბოლიკიანი მაისურებით

ეს ქვეყანა გადასარჩენია რუსი ოლიგარქისგან, რუსული მმართველობისგან და რუსული კლანჭებისგან - „რუსული ოცნება“ ისევ გააგრძელებს ანტისაოკუპაციო სიმბოლიკიანი მაისურების და ადამიანების დევნას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულით ის, გუშინ ბათუმში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც მათივე ინფორმაციით, ერას მოედანზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანტისაოკუპაციო მაისურით არ შეუშვეს.

„ის, რაც გუშინ, „ბათუმი არენაზე“ ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს „რუსული ოცნების“ რუსული პოლიტიკის გაგრძელებას. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, ჩვენს თანატოლებს, რომ ახლა არის ყველაზე მეტად ეროვნული კამპანიის, ეროვნული ერთიანობის დრო, რადგან „რუსულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს ჩვენი გარუსება.

თხოვნით მივმართავ ახალგაზრდებს, შემდეგ მატჩებზე იქნება, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, აუცილებლად ვიმოძრაოთ ანტისაოკუპაციო სიმბოლიკიანი მაისურებით, თუ ნივთებით, არ დავემორჩილოთ იმას, რასაც „რუსული ოცნება“ აწარმოებს და არქმევს ვითომ არგაღიზიანების პოლიტიკას.

ეს ქვეყანა გადასარჩენია რუსი ოლიგარქისგან, რუსული მმართველობისგან და რუსული კლანჭებისგან. ის, რაც ბათუმის ქუჩებში ვიხილეთ, ნებისმიერ ადგილზე იქნება, „რუსული ოცნება“ ისევ გააგრძელებს ანტისაოკუპაციო სიმბოლიკიანი მაისურების და ადამიანების დევნას“, - აღნიშნა იგორ ნარმანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას