ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სოციალური პროგრამები შეაჯამა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სოციალური პროგრამები შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 563 211 ლარია გაცემული, ხოლო დახმარება ჯამში 5 629 მოქალაქეს გაეწია.

„მიმდინარე წელსაც გათვალისწინებულია მოქალაქეთა სტაციონარული, მედიკამენტოზური, სარიტუალო, 4 და მეტ შვილიანი ოჯახების, შშმ პირებისათვის, გამოჩენილი ადამიანების, ახალდაქორწინებულების, ახალშობილების, 100 წელს გადაცილებულთა, დედ–მამით ობოლი ბავშვების დახმარება და სხვა.

ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა