სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაუარესების გამო 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო, 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა.

სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებს დაევალათ დაკისრებული ჯარიმების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

„სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, სემეკში შექმნილმა მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა განახორციელა სს „ თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) მაჩვენებლების კონტროლი. კერძოდ, შეისწავლა კომპანიების მიერ 2022 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაცია - ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მომარაგების საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი). შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2022 წელს 2021 წელთან შედარებით იყო გაუარესებული. ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ იყო სრულად ასახული ინფორმაცია.

სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალათ ელექტროენერგიის საიმედოობის 2022 წლის მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების ანალიზისა და მათი გამოსწორების გეგმა-გრაფიკის კომისიაში წარმოდგენა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება