ლევან ხაბეიშვილი - დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ვაპირებთ ამ ქვასროლია „პუტინისტებს“ კუდით ქვა ვასროლინოთ - თუ უნდა ჩავსულიყავი 150 სოფელში, ახლა ჩავალ 240-ში, არაფრის გვეშინია!

ჩვენ არაფრის გვეშინია. მოვუწოდებ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდეს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას, ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი და ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ და ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილმა ის პირები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ინციდენტის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ.

„ამ ქვებს დღეს პენსიონერებს ვინ ესროდა? უნდათ წარმოაჩინონ, რომ ხალხი. რა ხალხი? ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული "ტიტუშკები". „ნასედკა“ ნომერი ერთი - საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი ამ ქვების სროლის. „ნასედკა“ ნომერი ორი - საგარეჯოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ვანო ბეჟიაშვილი. სუს-ის "ნასედკა" ნომერი სამი - ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე, ახალგაზრდა რუსი „პუტინისტი“, ღარიბაშვილის და კობახიძის გაგრძელება. ირაკლი რუაძე, საგარეჯოს საკრებულოს წევრი. ეს არის ის 4 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებაც 40 წუთში მოვახერხეთ. ჩვენ არაფრის გვეშინია. მოვუწოდებ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდეს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას, ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი და ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ და ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში. დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ აი, ამ ქვასროლია „პუტინისტებს“ კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცოდეთ, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ასე ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150 სოფელში, ქალაქში, მუნიციპალიტეტში და რაიონში, ახლა ჩავალ 240-ში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება