არმაზ ახვლედიანი - გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, ეს ანომალიური მმართველობა დასრულდეს და შეიქმნას გარანტია იმისთვის, რომ რეალური კოალიციური მმართველობა იყოს

ხელისუფლება ძალადობას ყოველ ჯერზე მიმართავს მაშინ, როცა ის გრძნობს, რომ რეიტინგი დაღმა ეცემა და ხვდება, რომ მოახლოებულ არჩევნებში, შეიძლება მარცხი განიცადოს, ამიტომ მას ნაადრევად უწევს საარჩევნო კამპანიის დაწყება, - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი საგარეჯოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის ლიდერების პენსიონერებთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს.

როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ქვეყანაში მომხდარ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელზე და საჯარო ფიგურებზე თავდასხმის ფაქტებზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

დეპუტატი სოლიდარობას უცხადებს მათ, ვისზეც მოხდა თავდასხმა.

„რასაც დღეს ვუყურე, ისე როგორც წინა არაერთ შემთხვევას, ვხედავ, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ რომ ოპონენტია და შენთვის მიუღებელია, „შენიანებს“ დაარბევინებ, შენვე ხელს გადააფარებ და ასე ჩაიფარცხება ეს საქმე, როგორც ყოველთვის. რა იწვევს ამას? მაინც მთავარი პრობლემაა ის თუ რა იწვევს ამას.

პირდაპირ რომ ვთქვათ, ყოველთვის, ყოველ ჯერზე პასუხისმგებელი ყოველთვის ხელისუფლებაა, თუ პირდაპირ არ მონაწილეობდა, არ შეეძლო დროული პრევენცია, დროული გამოძიება.

ყველაზე დიდი პარადოქსი არის ის, რომ ის ოპოზიცია, რომელსაც დევნიან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავად დევნის უარესი მეთოდებით. „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ იცის? თუ ყველაფერი გვახსოვს 11 წლის წინანდელი, ეს აღარ გვახსოვს?

საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ 12 წელი გავიდა და 12 წლის შემდეგ იმაზე მეტად ვერ გაიზრდები, ვერ ჩამოყალიბდები, ვერ დაიხვეწები, ევროპული ვერ გახდები, რომ ეს მეთოდები ასეთი სიხშირით მაინც არ გამოიყენო“, - განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არ არის, ძალადობა რატომ ხდება? - ახვლედიანი პასუხობს, რომ ქვეყანაში წინა საარჩევნო პერიოდი უკვე დაიწყო.

„ჩემი დაკვირვებით, წინა საარჩევნო პერიოდი უკვე დაიწყო, მართალია ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ნამდვილად დაწყებულია.

„ქართული ოცნების“ შიდა პარტიული კვლევით დასტურდება, რომ „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა არ იზრდება და მეორე შემთხვევაში ის მიდის ცუდი, მძიმე ტემპით დაღმასვლით. ამას გარდა, არის სხვა ფაქტორები - ომი უკრაინაში. „ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წარმატება ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციების შესუსტებას.

როცა ხელისუფალი ასე უმოწყალოდ ებრძვის შენს პარტნიორებს და დასავლეთთან წლობით ნაშენები ყველა ხიდს შლის, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ შენ არ გრჩება პარტნიორი, გარდა კრემლისა.

ხელისუფლება ძალადობას ყოველ ჯერზე მიმართავს მაშინ, როცა ის გრძნობს, რომ რეიტინგი დაღმა ეცემა და ხვდება, რომ მოახლოებულ არჩევნებში, შეიძლება მარცხი განიცადოს, ამიტომ მას ნაადრევად უწევს საარჩევნო კამპანიის დაწყება“,- განაცხადა ახვლედიანმა.

დეპუტატის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა და კოალიციური მმართველობა.

„ორი გამოსავალი არსებობს: გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეს ანომალიური მმართველობა დასრულდეს და ამასთან ერთად უნდა შეიქმნას გარანტია, იმისთვის რომ რეალური კოალიციური მმართველობა იყოს.

იმედი მაქვს, რომ მომავალი კოალიციური მმართველობა არ იქნება მხოლოდ დღევანდელი ოპოზიციური სპექტრით წარმოდგენილი“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება