ქუთაისში ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულდა

ქუთაისში ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულდა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ჯომარდობის სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტით, ლესელიძის ქუჩაზე მოეწყო გამშვები ბაზა, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე - მიმღები.

მათივე ცნობით, განახლებული ბაზიდან საჩვენებელი დაშვება მოეწყო, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ქუთაისს აქვს ჯომარდობის კარგი გამოცდილება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობის განვითარებაში ხელს გვიწყობს მდინარე რიონის ის მონაკვეთიც, რომელიც ჩვენს ქალაქშია და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სვლაგეზად ითვლება ჯომარდობის მოყვარულებში.

სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოგვეწყო ჯომარდობის გამშვები და მიმღები ბაზები, სადაც დღეს საჩვენებელი დაშვება მოეწყო. ეს პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქუთაისს ტურისტული თვალსაზრისითაც.

ჯომარდობის ბაზის რეაბილიტაციაზე 1 892 149 ლარი დაიხარჯა. პროექტი საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით დაფინანსდა”, - განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ჯომარდობა რიონზე ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა, როგორც თანამოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.

„აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ კიდევ, უფრო გაგვეუმჯობესებინა ის პირობები, რასაც აქამდე სთავაზობდა ქუთაისი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩვენ, შევძელით აგვეშენებინა ახალი გამშვები და მიმღები შენობები, რაც ვფიქრობ, უფრო გააუმჯობესებს პირობებს და სპორტის ამ სახეობას მეტად პოპულარულს გახდის დაინტერესებული პირებისთვის“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება