თაუერ ჯგუფის პროექტი „პანორამა“ International Property Awards-ის გამარჯვებულია

თაუერ ჯგუფის პროექტმა „პანორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, International Property Awards-ზე, საუკეთესო დეველოპერული პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა და 5-ვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო. ქართული კომპანიის ეს საერთაშორისო აღიარება არამარტო „თაუერ ჯგუფის“, არამედ მთელი ქვეყნის აღიარებაა.

International Property Awards 1994 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა, მისი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე თუ დასრულებული გამორჩეული პროექტების აღმოჩენა და აღიარება.

ჯილდოები 5 სექტორში გაიცემა - დეველოპმენტი, უძრავი ქონების სააგენტოები, არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და სტუმართ-მასპინძლობა (Hospitality).

კონკურსის ჟიური 90-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, თითოეული მათგანი დარგის პროფესიონალია და ყოველ დეტალს უდიდესი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით აფასებენ.

საუკეთესო დეველოპერული პროექტის ნომინაციაში გამარჯვებული „პანორამა“ 5-ვარსკვლავიან სასტუმროსა და 40 სართულიან ბიზნეს კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს აერთიანებს. „პანორამა“ ბათუმში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე, შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს.

ეს გამარჯვება ადასტურებს ჩვენს დამოკიდებულებას ინოვაციების მიმართ, ჩვენს სურვილს, რომ ავამაღლოთ სტანდარტები და შევქმნათ ცხოვრების თანამედროვე სტილი.

ჩვენი სლოგანიც ამ ყველაფრის ანარეკლია - „ინვესტიცია თქვენს მომავალში“.

თაუერ ჯგუფის „პანორამასა“ და სხვა პროექტებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს https://tg.ge

International Property Awards-სა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების სანახავად, ეწვიეთ ვებ-გვერდს https://propertyawards.net/

(R)

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება