ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა

ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფოლკლორის სასახლის წინ ანსამბლის ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ანსამბლმა კონცერტი გამართა.

„ქუთაისისთვის საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი გვყავს. მათი ყოველი კონცერტი მშობლიურ ქალაქში დიდი დღესასწაულია. ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არაერთხელ ასახელეს ქუთაისი.

დღეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გავხსენით ფოლკლორის სასახლის წინ.

მადლობა ანსამბლის ხელმძღვანელებს, თითოეულ წევრს ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის