თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. გაზგასამართი სადგურის გარდა დაზიანდა გვერდით მდებარე მაღაზიის შენობაც.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები და პოლიცია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა