გორში კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

გორში ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში ახალგაზრდებს შორის საზეიმოდ გაიხსნა.

გორის მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაიწყო, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ყაზახეთის დელეგაციის წევრები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

„ტურნირი წელს მეცამეტედ ტარდება. შეჯიბრებაში ქართველ სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა მოკრივეები უნგრეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

ტურნირის მონაწილეები პირველობისათვის 13 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

შეჯიბრებას გორი სპორტის სასახლეში 9 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის