თერჯოლაში გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

თერჯოლაში გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, პაციენტს მიღებული აქვს სახისა და ზედა კიდურების თერმული დამწვრობა. ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, მიმდინარეობს დაკვირვება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც დაშავებული მამაკაცი იხსენებს, ცეცხლი მის ავტომობილს გაუჩნდა, რის შედეგადაც ცეცხლი სადგურს მოედო.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა