სუს-ის უფროსის მოადგილის განცხადებით, დესტრუქციული ძალების შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშში დაფიქსირებულ ჩანაწერში ოპოზიცია და პოლიტიკური ჯგუფები არ იგულისხმება

პიროვნებები და ჯგუფები გეგმავდნენ დესტრუქციულ ქმედებებს. მიზანი იყო არეულობა. ოპოზიციის მიმართ არანაირი ბრალდება არ ყოფილა, - ასე პასუხობს სუს-ის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი კითხვას, იგულისხმება თუ არა ოპოზიცია დესტრუქციული ძალების შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშში დაფიქსირებულ ჩანაწერში და რატომ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, როცა ასეთ ბრალდებაზეა საუბარი.

ბატიაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე გახსნილად ვერ ისაუბრებს.

„ოპოზიციის მისამართით არანაირი ბრალდება არ ყოფილა. საუბარი არ არის პოლიტიკურ ჯგუფებზე, არამედ ზოგადად პიროვნებები და ჯგუფები, აქტორები. სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფი შეიძლება ეს ყოფილიყო, რომელიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გეგმავდა დესტრუქციულ ქმედებებს. მათი მიზანი იყო არეულობა, ჩვენი და სხვა სამსახურების ერთობლივი ღონისძიებით ეს იქნა აღკვეთილი.

დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. პოლიტიკურ განცხადებებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ჩვენს ანგარიშში ამაზე საუბარი არ არის,“ - აღნიშნა სუს-ის უფროსის მოადგილემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სუს-ი ანგარიშში ერიდება „რუსეთის“ ხსენებას იქ, სადაც საფრთხეებზეა საუბარი და განაცხადა, რომ რუსეთის ფაქტორი ანგარიშში აღნიშნულია.

„რუსეთის ფაქტორი არის აღნიშნული ჩვენს ანგარიშში, ოკუპაციის თავში ძირითადად ამაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი ამ მხრივ იყო რუსეთი,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს სუს-ის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს