სახალხო დამცველმა თელავში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თელავში ე.წ. სამხედრო დასახლებაში იმყოფებოდა და მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„დღეს ვნახე, როგორი მძიმე მდგომარეობაა სამხედრო დასახლებაში, სადაც მოსახლეობას ბინები დაკანონებული აქვთ, მაგრამ მიწა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა. სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის არსებული გაურკვევლობის მიზეზით ვერ ხერხდება ვერც ინფრასტრუქტურული და ვერც საკომუნიკაციო პრობლემების მოწესრიგება. საბოლოო ჯამში კი, ვიდრე უწყებები თავიანთ ვალდებულებებში გაერკვევიან, მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

მოვუწოდებ ყველა შესაბამის უწყებას, მიაქციონ ყურადღება სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ხალხს და მოსახლეობის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღონ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამ და სხვა საკითხებზე სახალხო დამცველი დღესვე შეხვდა კახეთის გუბერნატორს გიორგი ალადაშვილს.

სახალხო დამცველმა, ასევე, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი და შსს-ს კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია დაათვალიერა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება