გორის მერი ახალსოფელში და სობისში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან, კობა ბერიანიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ახალსოფელში და სობისში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სობისში გზის სარეაბილიტაციო და ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წლების განმავლობაში დაზიანებული გზის საფარის გამო გადაადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს.

„ცენტრალური მაგისტრალიდან ზემო სობისამდე 6 633 მეტრი გზის მონაკვეთზე სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც ასფალტის დაგება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ასევ სანიაღვრე სისტემის მოწყობაც, რომელიც ამ დრომდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობდა.

პროექტის ღირებულება 3 887 000 ლარია.

სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ახალსოფელში.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შიდა ქსელის, ჭაბურღილის, სადაწნეო კოშკის, რეზერვუარის, საქლორატოროს მოწყობა და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა 200 - ზე მეტ ოჯახს მოუგვარდება.

სოფელს სასმელი წყლის სისტემა დღემდე არ ჰქონდა, ადგილობრივების ნაწილი ბუნებრივი წყაროებით, ნაწილი კი ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდა, რაც დასალევად არ იყო ვარგისი.

ახალსოფლის სასმელი წყლის სისტემაზე 819 750 ლარი გაიხარჯება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის