რუსთავში, საფესტივალო სივრცეში, Oxygen Fest-ის მუსიკალური დღეები - „ჩაისუნთქე ისტორია“ დაიწყო

„ოქსიგენის“ მუსიკალური დღეები - „ჩაისუნთქე ისტორია“, ჯგუფ REGGAEON-ის, „ჩვენებურების“, „შერეკილების“, KILEMA MADAGASCAR-ისა და GAGA-FRANI-ის კონცერტით გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 8 ივლისს საფესტივალო სივრცე ნიაზ დიასამიძეს, Micro bax Berika-ს, Guri-ს, de sal-სა და Sumo-ს უმასპინძლებს, 9 ივლისს კი მსმენელის წინაშე „თამადა“, MURO, მალხაზ ხონელიძე – DESPANI, „ზარები“, PAPANUSI, STRANGE BREW, JADMAN, GEOBIT PRODUCTION PROCESS, „უსახელოური“ და ზურა ყარალაშვილი წარდგებიან.

Oxygen Fest-ი გასული წლის მსგავსად, რუსთავის ცენტრალური პარკში არსებული ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, ქალაქის მერიის ხელშეწყობითა და კერძო ბიზნესის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის მუსიკალური დღეების გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შვილებთან ერთად დაესწრო.

„ჩვენი ფესტივალი - "ოქსიგენი", უკვე ტრადიციად იქცა ქალაქში. 7 ივლისს გაიხსნა ძირითადი მუსიკალური დღეები. ჯგუფ "რეგიონს" და ლაშა ნოზაძეს ვულოცავ, 15 წელი შეუსრულდათ და "ოქსიგენზე" მათ გამოსვლას მოუთმენლად ველოდებოდით მთელი რუსთავი. საფესტივალო მომდევნო დღეებში რუსთაველებს კიდევ ბევრი საინტერესო მუსიკალური ჯგუფები შემსრულებლები და სასიამოვნო გარემო ელოდებათ პარკის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენი” 2022 წელს, ქალაქ რუსთავში დაარსდა.

„მუსიკალურ დღეებთან ერთად, ორგანიზატორებს სხვადასხვა მიმართულებით საფესტივალო დღეების გამრავალფეროვნების სურვილი გაუჩნდათ, ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელიც ,,ოქსიგენს“ წელს დაემატა - ,,კინო დღეები “ იყო. Oxygen Fest-ი 1-ელ ივლისს გაიხსნა და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის მიზანი, რუსთავში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის ხელშეწყობა და პარკის პოპულარიზაცია, ასევე ისეთი საფესტივალო სივრცის მოწყობაა, სადაც ყველა ასაკის ადამიანი დასვენებასთან ერთად, გართობას, საინტერესო მუსიკისა და საყვარელი შემსრულებლების მოსმენას, თევზაობას, გამოფენა-გაყიდვის, სპორტული და გასართობი კუთხეების დათვალიერებას შეძლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება