შალვა პაპუაშვილი - საქართველო უკვე დიდი ხანია მზად არის ნატო-ს წევრობის გზაზე შემდეგი ეტაპისთვის - სარეფორმო ბევრი არაფერია

საქართველო უკვე დიდი ხანია მზად არის ნატო-ს წევრობის გზაზე შემდეგი ეტაპისთვის - სარეფორმო ბევრი არაფერი არ არის, პრობლემა არის ის, რომ რეფორმებს რაც შეეხება, საბაბად არის ხშირად ეს გამოყენებული,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს ნატო-ში წევრობას მხარს უჭერს და ხელისუფლებას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს წინაშე დასახულია მოძრავი სამიზნე, რომელიც სულ უფრო შორს ინაცვლებს, საქართველოს წინსვლის პარალელურად.

როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს ნატო-ში წევრობას მხოლოდ წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომელიც იგვიანებს.

„რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, სინამდვილეში, არანაირი მიზეზი საქართველოსთვის უარის თქმისთვის არ არსებობს. საბაბის მოძებნა ყოველთვის შეიძლება, მიზეზი არ არსებობს. საქართველომ დაამტკიცა თავისი ჩართულობით ამა თუ ნატო-ს ოპერაციაში, რომ ის არის მოწადინებული, იყოს სათანადო პარტნიორი და ნატოს წევრი. საქართველო ავღანეთში, ნატო-ს მისიაში წარმოდგენილი იყო კონტინგენტით, რომელიც აჭარბებდა ნატო-ს ბევრი წევრის წარმომადგენლობას. საქართველოს ავღანეთის ომში დაღუპული და დაჭრილი იმდენი ჯარისკაცი ჰყავდა, რამდენიც ორ- მესამედს ნატო-ს წევრ ქვეყნებს საერთოდ არ ჰყოლია იქ კონტინგენტი, ასე რომ, ამ მხრივ, თავისი მონაწილეობის მხრივ, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ინსტიტუციურ განვითარებას რაც შეეხება, საქართველო, ნატო-ს ბევრი ახალი წევრი ქვეყნის წინ არის ბევრი პარამეტრის მიხედვით, იქნება ეს დემოკრატიის მაჩვენებელი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებელი, გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა. ნატო-ს ბევრ ახალ წევრს ვუსწრებთ ამ მხრივ. და მესამე, საქართველოს შეიარაღებული ძალები არის სრულად თავსებადი ნატო-ს შესაბამის სტანდარტებთან. ჩვენი შეიარაღებული ძალების 80% ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად არის მონაწილე სხვადასხვა ღონისძიების და აქედან გამომდინარე, არის სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. შესაბამისად, რაიმე მიზეზი, რომ საქართველოს უარი ეთქვას შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე, სინამდვილეში, უკვე დიდი ხანია არ არსებობს. ერთადერთი, რაც ამისთვის არის საჭირო, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, იგვიანებს. ამან დაიგვიანა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, როდესაც ითქვა, რომ კარები ღიაა, მაგრამ არ ითქვა არაფერი კონკრეტული და ამას, რა თქმა უნდა, თავისი შედეგები ჰქონდა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის და სამწუხაროდ, მას შემდეგ, ეს ასე გრძელდება, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იგვიანებს. მიზეზი საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადაყვანაზე უარის თქმისა არ არსებობს. სარეფორმო ბევრი არაფერი არ არის, პრობლემა არის ის, რომ რეფორმებს რაც შეეხება, საბაბად არის ხშირად ეს გამოყენებული. ეს არის გარკვეული მოძრავი სამიზნე, რომელიც ყოველ ჯერზე, რაც უფრო წინ მივდივართ, ისიც ინაცვლებს და შორს მიდის ჩვენგან. ამიტომ, როდესაც მოძრავი სამიზნეა, რთულია ამ მიზანს მიაღწიო. ერთადერთი რაც აკლია ჩვენს და უკრაინის წინსვლას ნატო-ს შემდეგ ეტაპზე, ეს არის თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება. საქართველო უკვე დიდი ხანია მზად არის შემდეგი ეტაპისთვის, უკრაინა განსაკუთრებით ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ადასტურებს, რომ ის მზადაა შემდეგი ეტაპისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო