პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.

პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის.

შეგახსენებთ, რომ „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ტერიტორიის დატოვებამდე მათ დააანონსეს, რომ ნაწილი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებდა, ნაწილი კი ადგილზე დარჩებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ფესტივალის მოწინააღმდეგეებმა ტერიტორია სრულად დატოვეს.

დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო ფესტივალის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, ღონისძიების ჩაშლის მიზნით მივიდა. მათ ტერიტორიაზე შესვლის არაერთი მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. აღნიშნულის გამო პოლიციასა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება არაერთხელ მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

საბოლოოდ, პრაიდის მოწინააღმდეგეებმა მაინც შეძლეს ლისის ტბის ტერიტორიაზე შეღწევა, სადაც ფესტივალის მონაწილეების ნახვას ცდილობდნენ, თუმცა აღნიშნული პირები მათ ადგილზე არ დახვდათ.

ამის შემდეგ მოწინააღმდეგე პირებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე „პრაიდ ფესტივალისთვის“ გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება