გიგა ბოკერია - ჩვენზე წარმატებულ ქვეყნებშიც არსებობენ ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს ხალხი ივანიშვილის რეჟიმის ნაწილი და მათი ინსტრუმენტია

ჩვენზე წარმატებულ ქვეყნებშიც არსებობენ ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს ხალხი ივანიშვილის რეჟიმის ნაწილი და მათი ინსტრუმენტია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კადრები რომლებიც საზოგადოებამ დღეს იხილა, „ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის სახეა“.

„გახსოვთ, ალბათ, მათი „არგუმენტი", რომ ხალხს ნუ აღიზიანებენ, ქუჩაში ნუ გამოდიან, აქ სადღაც ლისის ტბის იქით წავიდნენ და იქ მიადგნენ, იქ დააორგანიზეს ეს სამარცხვინო, ამაზრზენი ამბავი იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმს სჭირდება ამ თემით საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა, ან ამის მცდელობა. ამ თემას ის იყენებს ჩვენი დასავლური, ანუ ქართული თავისუფალი მომავლის წინააღმდეგ. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა, ამ შემთხვევაში, სექსუალური უმცირესობების ან ამ ჯგუფის, ვინც აორგანიზებდა - არა, ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის, მთლიანად ყველა მოქალაქის მომავლის, თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ”, - განაცხადა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება