ბათუმში, ზღვაში დაღუპული ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა განაცხადა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა.

ამასთან, მისივე განმარტებით, წარმოდგენილო მტკიცებულებებით ბრალდებულთა დანაშაული დასტურდება.

მისივე თქმით, სხვა დამატებით ვერსია საქმეში არ არსებობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ზღვის სანაპიროზე არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ, ბრალდებულებთან შეთანხმებით მათი ზღვაში გაყვანა მოხდა. წყლის სწრაფმავალი კატარღა ნიშნულის რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით იმყოფებოდა, აღნიშნულის შემდგომ კატარღის მძღოლმა ანუ ერთ-ერთმა ბრალდებულმა რამდენიმე სწრაფი და მკვეთრი მანევრით ბავშვების ზღვაში გადაგდება სცადა, ყოველგვარი დამცავი საშუალების გარეშე ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანაბრალდებულებს არ მისცა ბავშვებისთვის დახმარების შესაძლებლობა, რის შემდგომაც სამმა არასრულწლოვანმა შეძლო ნაპირზე გამოსვლა, ხოლო ერთი ზღვაში დაიხრჩო”, - განაცხადა თორნიკე გოგეშვილმა.

თავის მხრივ, ერთ ერთი ბრალდებულის ადვოკატი დავით ჩავლეშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე აღნიშნულ საქმეში დამატებით ვერსიაზე მუშაობს. უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ ბრალდება შეიცვალოს.

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, ბრალდებულმა თავი შეიკავა სასამართლოზე, რადგან სხვა ვერსიები არსებობს და უნდა მოხდეს გადამოწმება. შესაძლოა, ბრალდება შეიცვალოს. დეტალურად ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ”, - განაცხადა დავით ჩავლეშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი დღის წინ ოთხი მოზარდი ზღვაში ე.წ საცურაო ბანანით უცხო პირებმა სასეირნოდ გაიყვანეს. ახლობლების თქმით, სამმა მათგანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში გაუჩინარდა. საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ზღვაში დაღუპულ ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულია ნოდარ მამულაძე, ლუკა მარკოიძე და ზურაბ საღინაძე. დღევანდელ პროცესზე სასამართლო დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ ზურაბ საღინაძეს გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ორ ბრალდებულს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს