ნინო ლაცაბიძე - მერიის მიერ გრძელდება ჩართულობა პროცესში, რომელიც აუცილებლად გააუმჯობესებს ჩვენი ქალაქის წყლით მომარაგებას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მფლობელი GGU ჯგუფის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანიის მიერ უკვე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

,,GWP-ის წარმომადგენლებთან დღეს გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელთაც კომპანია, რუსთავში დღეს ახორციელებს. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ 2024-2026 წლების სამუშაო გეგმებზეც. მერიის მიერ გრძელდება ჩართულობა პროცესში, რომელიც აუცილებლად გააუმჯობესებს ჩვენი ქალაქის წყლით მომარაგებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერთან გამართულ სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, ხოსე მიგელ სანტოსმა, ,,რუსთავის წყლის“ მიერ უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ დღეს ვიმყოფებით რუსთავში, რათა ქალაქის მერს მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ. შეხვედრაზე ასევე წარმოვადგინეთ ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელზეც რუსთავის წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ”, - განაცხადა GGU ჯგუფის გენერალური დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა.

რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“, კომპანია GWP-ისა და ,,რუსთავის წყლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“დღეს რუსთავის მერს გავაცანით კომპანია “რუსთავის წყლის” მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ განახლებული ინფორმაცია. ვისაუბრეთ მეხუთე შახტური ჭის აღდგენითი სამუშაოების დასრულებაზე, წყალმომარაგების ქსელის დეტალური შესწავლის მიზნით საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოების მიმდინარეობასა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტებზე”, - განაცხადა GWP-ის ტექნიკურმა დირექტორმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ.

კომპანია “რუსთავის წყალმა” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი პროექტი, ხრამის სათავე ნაგებობაზე მდებარე მეხუთე შახტური ჭის რეზერვუარის კომპლექსური სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამყარდა ჭის დაზიანებული კედელი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატი. 10 ივლისიდან, საკონტროლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეხუთე შახტური ჭის რეზერვუარი ექსპლუატაციაში შევა და ქალაქ რუსთავს საათში 1,130 მ3 წყლის მარაგი დაემატება, შედეგად წყალმომარაგების ხარისხი რუსთავის მაცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო