მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი და დუნია მიატოვიჩი Tbilisi Pride-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გმობენ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი და ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ძალადობა მიუღებელია.

„ევროპის საბჭო და მე ვგმობთ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და ხელი შეუშალა Tbilisi Pride-ს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების გასაღებია“, - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „ტვიტერზე“.

ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი ასევე ხაზს უსვამს, რომ ძალადობა მიუღებელია.

„ძალადობა მიუღებელია, სწორედ ეს ვუთხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს“, - წერს ადამიანის უფლებათა კომისარი „ტვიტერზე“.

Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. ამის მიზეზი "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქტებით განხორციელდა. ორგანიზატორების ცნობით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. "თბილისი პრაიდის" განცხადებით, "განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება "ალტ-ინფოს" შორის".

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში