ნინო თანდილაშვილმა კლიმატის გლობალური ცვლილების და მისგან გამომდინარე არსებული გამოწვევების საკითხებზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ ვენაში, კლიმატის გლობალური ცვლილების და მისგან გამომდინარე არსებული გამოწვევების საკითხებზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE, ეუთო) მაღალი დონის კონფერენცია ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდტთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთან და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ ჯონ ქერისთან ერთად მიიღო. დისკუსია კლიმატის ცვლილების დასაძლევად რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას მიეძღვნა.

„იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილებას არ აქვს საზღვრები, რეგიონული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE, ეუთო) როლი ამ პროცესებში სასიცოცხლოდ აქტუალურია. საქართველო ეუთოს დიდი ხნის პარტნიორია კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე გამოწვევების დაძლევაში. ეუთოს მხრიდან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მხარდაჭერის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მიმდინარე რეგიონული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მდგრადობის გაძლიერებას კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე ხანძრების რისკების შემცირების გზით. პროექტი ხელს შეუწყობს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს უკეთესი კოორდინაცია გაწიონ სატყეო, საგანგებო და სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურებს შორის, რაც გააძლიერებს ადგილობრივი თემების შესაძლებლობებს ხანძრების პრევენციის, მართვისა და რეაგირების მიმართულებებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, განხილვის საგანი იყო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად კლიმატისა და გარემოს უსაფრთხოების კუთხით წარმოქმნილი გამოწვევები.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება