სოსო გიორგაძე გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსის მმართველ დირექტორს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში „საქპატენტის“ თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე ჟენევაში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსის (oriGIn) მმართველ დირექტორს მასიმო ვიტორის შეხვდა.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მოლაპარაკების შედეგებზე, რომელიც თბილისში გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა, მათ შორის, განიხილეს და განსაზღვრეს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, სამუშაო ფორმატი და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების დეტალები.

„საქპატენტი“ აქტიურად მუშაობს პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენასა და რეგისტრაციაზე. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 64 ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა. გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციით მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე იზრდება ქართული პროდუქციის ცნობადობა და ღირებულება. ასეთ პროდუქციას გააჩნია უნიკალური ხარისხი, რეპუტაცია და განსაკუთრებული თვისებები.

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების საზღვარგარეთ დაცვას „საქპატენტი“ სხვადასხვა საშუალებით ახდენს, მათ შორისაა, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმები, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებები და სხვადასხვა ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების პირდაპირი რეგისტრაცია.

„საქპატენტისა“ და oriGIn-ის თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენას, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის გაუმჯობესებას და განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ oriGIn-ი აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის შემუშავებაში და მონაწილეობას მიიღებს „საქპატენტის“ წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრის პროცესში.

შეხვედრის დასასრულს მასიმო ვიტორიმ საქართველოს დელეგაციის წევრები მიიწვია გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში oriGIn- ის ჟენევის სათავო ოფისში გაიმართება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს