პროექტის შესახებ: ალიანს ჯგუფმა, რეგიონული მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში ინოვაციურ, სამკურნალო-გამაჯანსაღებელ პროექტს - ალიანს რენესანსს და ახალ, გლობალური მნიშვნელობის ველნეს ტურიზმის კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი.
ალიანს რენესანსი, რეგიონის პირველი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 220 000 000 აშშ დოლარია, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს და საერთო პოდიუმით 3 - A, B და C თაუერებს, მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, დამოუკიდებელ, საერთაშორისო ბრენდის 14-სართულიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და 15 სახეობის თერაპიული პროცედურის სივრცეს აერთიანებს.
ალიანს რენესანსის მთავარი ინფრასტრუქტურული კომპონენტები:
გარე სივრცის კომპონენტები:
შიდა სპორტული სივრცეები:
კერძო სანაპირო და ზღვის აქტივობები:
აღსანიშნავია, რომ ალიანს რენესანსის Presale შეთავაზება 3 ივლისს გააქტიურდა, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ განსაკუთრებული პირობებითა და გაყიდვების საწყისი ეტაპის უპირატესობებით ისარგებლოთ.
ქობულეთი, როგორც რეგიონის ისტორიული ველნეს-დანიშნულების ადგილი
ქობულეთი განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამორჩეული, შავიზღვისპირეთის უძველესი ტურისტული, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტია. ქალაქი იონიზებური სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. უიშვიათესი ფიჭვნარით ათვისებული, 12 კილომეტრიანი სანაპირო ზოლით, მინერალური-გოგირდოვანი წყლებითა და ბუნებრივი ლანდშაფტებით, ქობულეთი სრულყოფილ, ველნეს რეზორტად პოზიციონირდება საერთაშორისო საკურორტო რუკაზე.
ქობულეთის წვრილფრაქციული სანაპირო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის, რეაბილიტაციისთვის და ისეთი თერაპიული პროცედურების ჩატარებისთვის, როგორიცაა აეროთერაპია, ჰელიოთერაპია. კურორტზე აქტიურად მკურნალობენ რესპირატორულ, ძვალ-სახსროვან, ნერვულ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს.
ალიანს რენესანსის რეგიონული და საინვესტიციო მნიშვნელობა
უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული კომპონენტებით, გამაჯანსაღებელი და ესთეტიკური პროცედურებით დივერსიფიცირებული ალიანს რენესანსი, სუბტროპიკული კლიმატით გამორჩეულ ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთს, ეკონომიკურ და ტურისტულ კატალისტად აქცევს, საქართველოს ველნეს ინდუსტრიისთვის.
უნიკალური ტენდენციების გაზიარებით, ალიანს რენესანსი მაღალშემოსავლიან ტურისტულ სეგმენტს მოიზიდავს, რომელთა მთავარი მოთხოვნილებაც, ჯანსაღი ცხოვრების სტილის ფორმირებასთან ერთად, გონივრული, ღირებული ინვესტიციის განხორციელებაც არის.
ალიანს რენესანსის სტრატეგიული ლოკაცია, ბუნებრივი ლანდშაფტი და კურორტული, სამკურნალო ფაქტორები, რომლებიც სპორტული აქტივობების მრავალსახეობითა და სარეაბილიტაციო თერაპიების ერთ, ინტეგრირებულ სივრცეში მობილიზებით გამოირჩევა, მნიშვნელოვნად იმოქმედებს და უზრუნველყოფს როგორც ველნეს ტურიზმის, ასევე გამაჯანსაღებელი უძრავი ქონების ზრდასა და განვითარებას საქართველოში.
(R)