ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხისა და საზოგადოების ინტერესებს დაჰყვეს - ნუ ჯიუტობს! საზოგადოების გამაერთიანებელი იყოს, რისთვისაც ავირჩიეთ

პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხისა და საზოგადოების ინტერესებს დაჰყვეს. ნუ ჯიუტობს! საზოგადოების გამაერთიანებელი იყოს, რისთვისაც ავირჩიეთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც, ის ფაქტი შეაფასა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს.

როგორც ზარქუა განმარტავს, „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით „სკანდალის გამოცხობა“ არავის გამოუვა.

„არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დეპუტატს აგვიანდება. ამიტომ ახლა ვიღაცას თუ უნდა სკანდალი გამოაცხოს, არ გამოვა და სხვა რაიმე ეძებონ რა. პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებს დაყვეს. ნუ ჯიუტობს, მეტი არაფერი! საზოგადოების გამაერთიანებელი იყოს, რისთვისაც ავირჩიეთ. ვთქვით, რომ აპოლიტიკური უნდა იყოს და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ქალბატონი სალომე ამისთვის ავირჩიეთ და, აი, ამ თავისი სიჯიუტით და არ ვიცი რა უნდა, კითხვა რომ დაუსვათ - რა უნდა და ჩვენც გაგვაგებინეთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. აღნიშნული კანონპროექტი მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). კენჭისყრის ეს შედეგები პლენარულ სხდომაზევე ეჭვქვეშ დააყენა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "გირჩი". მათი ინფორმაციით, “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას პლენარულ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება