პაატა მანჯგალაძე - ადამიანები, რომლებიც ლისზე მოპარული კოკა-კოლებითა და ვარდისფერი პარალონებით დარბოდნენ, კოლექტიური ღარიბაშვილი და კობახიძე იყვნენ

ადამიანები, ვინც ლისზე მოპარული კოკა-კოლებითა და ვარდისფერი პარალონებით დარბოდნენ, ყველანი კოლექტიური ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე იყვნენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მანჯგალაძის შეფასებით, ხელისუფლებამ 8 ივლისს არა თუ ვერ უზრუნველყო ადამიანების დაცვა, არამედ თავად წაახალისა და დააორგანიზა ლისზე დაგეგმილი "თბილისი პრაიდის" დარბევა.

"ის, რომ ადამიანები მზად არიან მისგან განსხვავებულები ქვებით იმის გამო ჩაქოლონ, რომ მათი აზრით ცოდვილები არიან, ეს ქრისტიანობა არ არის. ქრისტე სწორედ ასეთი რწმენის გასაუქმებლად მოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ქვა პირველმა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია. თუ კადრებს ნახავთ, იქ უცოდველი ნამდვილად არ იყო.

ჩავთვალოთ, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა - ცოდვა კრიმინალიზებულია და დანაშაულად არის გამოცხადებული? ცოდვის კრიმინალიზების გზით რომ წავიდეთ, ხომ ხვდებით საერთოდ სად მივალთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება