ანსამბლი „რუსთავი“ საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა

ანსამბლ „რუსთავის" მომღერლები საგასტროლო ტურნედან დაბრუნდნენ. ამის შესახბე ინფორმაციას საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საკონცერტო დარბაზებში ქართული პოლიფონიის და სიმღერების მოსასმენად უამრავი მაყურებელი შეიკრიბა.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის ინფორმაციით, პროგრამის პირველი ნაწილი ანსამბლ „რუსთავს" დაეთმო, რომლის დროსაც მომღერლებმა ტრადიციული რეპერტუარი შეასრულეს, ხოლო, მეორე განყოფილებაში "რუსთავის" მომღერლებმა რამდენიმე სიმღერა ნინო ქათამაძესთან ერთად შეასრულეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველი კონცერტი 1 -ელ ივლისს ლატვიაში, იურმალას „ძინტერის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, ხოლო, მეორე კონცერტი ესტონეთში, ტალინის „ალექსელა ჰოლში“ ჩატარდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო