რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ ევროპის ქვეყნები გზას გაუხსნიან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ გავუხსნით გზას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისმა ქვეყანამ შესაძლოა მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, თუ ევროპის ქვეყნები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ „გზას გახსნიან“, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

„თურქეთი უკვე 50 წელზე მეტია იცდის ევროკავშირის კართან და ნატო-ს წევრი თითქმის ყველა ქვეყანა ევროკავშირის წევრია. მე ამას მოვუწოდებ იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ალოდინებენ ევროკავშირის კარიბჭესთან. მოდით და გაუხსენით გზა თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში. როდესაც თქვენ გზას გაუხსნით თურქეთს, ჩვენ გავუხსნით გზას შვედეთს, როგორც გავაკეთეთ ფინეთისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.

მედიის ინფორმაციით, დღეს, სავარაუდოდ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერდოღანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდება.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება