წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის „რუსთავის წყლის“ მიერ განხორციელებული პროექტები ხოსე მიგელ სანტოსმა ქალაქ რუსთავის მერს გააცნო

კომპანია “რუსთავის წყლის” მფობელი GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოსი, ქალაქ რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს შეხვდა და რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესრულებული პროექტები წარუდგინა.ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია gwp -ი ავრცელებს.

“ჩვენ დღეს ვიმყოფებით რუსთავში, რათა ქალაქის მერს მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ. შეხვედრაზე ასევე წარმოვადგინეთ ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელზეც რუსთავის წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ”, - განაცხადა GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა.

მათივე ცნობით, კომპანია “რუსთავის წყალმა” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი პროექტი, ხრამის სათავე ნაგებობაზე მდებარე მეხუთე შახტური ჭის რეზერვუარის კომპლექსური სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამყარდა ჭის დაზიანებული კედელი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატი. 15 ივლისიდან, საკონტროლო სამუშაობის დასრულების შემდეგ, მეხუთე შახტური ჭის რეზერვუარი ექსპლუატაციაში შევა და ქალაქ რუსთავს საათში 1130 მ3 წყლის მარაგი დაემატება, შედეგად წყალმომარაგების ხარისხი რუსთავის მაცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

“დღეს რუსთავის მერს გავაცანით კომპანია “რუსთავის წყლის” მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ განახლებული ინფორმაცია. ვისაუბრეთ მეხუთე შახტური ჭის აღდგენითი სამუშაოების დასრულებაზე, წყალმომარაგების ქსელის დეტალური შესწავლის მიზნით საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოების მიმდინარეობასა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტებზე” - აცხადებს gwp-ის ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის