ადგილობრივები სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ

სოფელ ჩალაუბნის მცხოვრებლების ინფორმაციით, 80 წლის მოხუცს, რომელიც 70 წლამდე ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

მათივე ინფორმაციით, ქმარი ცოლს ხშირად ეჩხუბებოდა და მის მიმართ აგრესიული იყო.

„ეს ქალი მაღაზიაში ყოფილა და სახლში რომ დაბრუნებულა, უსვრია. სისხლისგან დაცლილა. სროლის ან ყვირილის ხმა ჩვენ არ გაგვიგია, მაგრამ ვიცით, რომ ეს პრეტენზიული კაცი იყო. ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა. დღეს რაზე მოუხდათ ჩხუბი არ ვიცით, სახლში მარტო იყვნენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მოკლული ქალის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ფაქტის შესახებ პოლიციას მოკლულის შვილმა აცნობა, რის შემდეგაც ცოლის მკვლელობისთვის კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანდაზმული მამაკაცი დააკავეს.

ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 80 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია