„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ - ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის და ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს გაზის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ

დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა ქუთაისი-სოხუმის DN500მმ მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა.

ამის შესახებ ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დაზიანების გამო, 11 ივლისის 07:50 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად შეუწყდა ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს, ასევე ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საავარიო მდგომარეობიდან გამომდინარე, პრობლემა დროულად აღმოიფხვრას და კონკრეტულ მონაკვეთზე გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირება აღდგეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის