ნინო ლაცაბიძე - რუსთავში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა მიმდინარეობს

რუსთავის მერია, ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სფეროს რეფორმას განაგრძობს. ­

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლებს შეხვდა და მათ რუსთავის ახალი განვითარების გეგმა, სატრანსპორტო სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი ესწრებოდნენ.

მერის თქმით, რეფორმა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებას გააუმჯობესებს.

„რუსთავში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა მიმდინარეობს, რომლის შედეგად გაუმჯობესდა როგორც შიდასაქალაქო მიმოსვლა, ასევე ვმუშაობთ რუსთავი-თბილისის მიმართულებაზე. მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლებთან ერთად, დღეს განვიხილეთ ყველა ის სიახლე, რომელიც სამომავლოდ გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის ვისაუბრეთ სახელფასო პოლიტიკაზეც, იქ დასაქმებულების ხელფასები ჩვენ მიმდინარე წელს ორჯერ გავზარდეთ. რეფორმა გრძელდება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებას ქალაქში კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში 100 მძღოლი და 49 კონტროლიორია დასაქმებული.

„მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში 100 მძღოლი და 49 კონტროლიორია დასაქმებული. 2023 წლის იანვრიდან, დღემდე, მათი სახელფასო ანაზღაურება უკვე მეორედ გაიზარდა. სრულად მოხდა ავტოპარკის განახლება 40 ახალი ევროსტანდარტის ავტობუსებით, უახლოეს პერიოდში კი 20 ახალი ავტობუსი შეემატება. ქალაქში მოეწყო ახალი გაჩერებები, თანამშრომლებისთვის შეძენილი იქნა ახალი სეზონური ეკიპირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას