სენაკსა და ფოთში აბონენტებისთვის წყლის მიწოდების შეზღუდვაზე წყალმომარაგების კომპანია ინფორმაციას ავრცელებს

სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქალაქ სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქალაქ ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები.

„ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს.

სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა სენაკისა და ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს.

კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

შეგახსენებთ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზის ნომერია - 032 2 93 00 00”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო