სალომე სამადაშვილი - ვილნიუსის სამიტზე დადასტურდება, რომ ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება - ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგს ჩამოშორდა არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატო-ში გაწევრიანების გზაზეც

ვილნიუსის სამიტზე დადასტურდება, რომ ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა სწრაფად გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო - სამწუხაროდ, დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგს ჩამოშორდა არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, არამედ ნატო-ში გაწევრიანების გზაზეც, - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და საქართველოს გაყოფა მოხდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ქვეყნის გაყოფა მოხდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს ქვეყანა ნატო-ში უნდა გაწევრიანდეს, რეალურად, გაწევრიანებას მიზნად არ ისახავს. მეორე - უკანასკნელი წლების განმავლობაში უკან წავედით და არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ გატარებულა. რეფორმების გატარება რომ მოთხოვნაა, ეს ვნახეთ უკრაინასთან მიმართებით, რომელსაც უთხრეს, რომ ნატო-ს წევრი გახდება, როდესაც გატარდება რეფორმები, რომელსაც ნატო ელოდება და მითუმეტეს საქართველოსთვის არავითარ გამონაკლისს რეფორმების თვალსაზრისით არავინ დაუშვებს. ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა შესაბამისი რეფორმა. მესამე - ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველო ვილნიუსიდან ხელცარიელი დაბრუნდება, ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში. საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გულშემატკივრობს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეს შეუძლებელს ხდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ასე რომ, სანამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით არ შევცვლით რუსული ოლიგარქიულ რეჟიმს, არავითარი პროგრესი ამ ქვეყანას არც ნატო-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არ ექნება”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება