აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონებისა და ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან - ფრანც შაუსბერგერთან და იოაჰიმ ფრიცთან შეხვედრისას, ყურადღება რეგიონთაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
„ევროსტრუქტურებში ავსტრიის კარინტიისა და ზალცბურგის მიწების წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან, მარტინა რეტინგერთან და მიხაელა პეც-მიჩესთან შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონებს შორის კავშირების როლზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
აჭარის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ჩეხეთის ლიბერეცის მხარის ჰეტმანთან მარტინ პუტასთან, ქვემო სილეზიის მარშალთან, ცეზარ პშიბილსკისთან, იტალიის ავტონომიური რეგიონის - ფრიული ვენეცია ჯულიას პრეზიდენტთან, მასიმილიანო ფედრიგასთან, ბრიუსელში ქვემო სილეზიის (პოლონეთი) რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელთან, კატარინა სვიეტოსლავსკასთან, ავსტრიის ტელე-რადიო კომპანია ORF-ის საგარეო ოფისის ხელმძღვანელთან ბრიუსელში, რაფაელა შაიდრაიტერთან.
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, აჭარის დელეგაციამ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ზაზა შავაძის, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, ზურაბ ჭურკვეიძისა და თავმჯდომარის თანაშემწის, ირინე ბერიძის შემადგენლობით, ევროკავშირში საქართველოს ელჩთან, ვახტანგ მახარობლიშვილთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.