Bosch-ის პრემიუმ ხაზი, Accent | Line carbon black უკვე საქართველოშია

Elit Electronics-ის სივრცეში, Grato Showroom-ში Bosch-ის ჩასაშენებელი ტექნიკის ახალი ხაზის, Accent | Line carbon black-ის გრანდიოზული წარდგენა გაიმართა.

პრეზენტაციას დაესწრნენ ცნობილი სახეები, შეფ-მზარეულები, ბლოგერები და ინტერიერის გამორჩეული დიზაინერები.

საღამო გახსნა Bosch-ის დსთ-ს რეგიონის ბრენდ მენეჯერმა, Fidan Sultanova-მ, რომელმაც ისაუბრა ბრენდის ისტორიასა და ინოვაციებზე, რომლის საშუალებითაც, Bosch-ი წლების განმავლობაში ქმნის გამორჩეულ ტექნიკას, ცხოვრების გამარტივებისთვის.

Serdar Mumcu-მ, Bosch-ის რეგიონულმა მენეჯერმა, პროდუქტის დიზაინის მიმართულებით, ისაუბრა, როგორ დაიბადა Accent | Line carbon black-ის შექმნის იდეა და რამ უბიძგა იდეის ავტორებს, გაეერთიანებინათ სამზარეულოს ჭკვიანი ტექნიკა, ერთი უნიკალური დიზაინის ქვეშ.

პროდუქტის შემქმნელების გამოსვლის შემდეგ, შთამბეჭდავი სანახაობის დროც დადგა. საზოგადოებას წარუდგინეს ელეგანტური დიზაინის, შავი ფერის სამზარეულო, რომლის საშუალებითაც, შეფ-მზარეულმა, ლუკა ნაჭყებიამ, ნამდვილი კულინარიული შოუ მოაწყო. სტუმრებმა ისიამოვნეს Accent line-ის სამზარეულოს დახვეწილი, ჭკვიანი ტექნიკით და დააგემოვნეს შეფის უგემრიელესი კერძები.

Accent | Carbon Black განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს იცხოვროს მაქსიმალური კომფორტით.

სადა, დახვეწილ ხაზებს, მეტ ხიბლს სძენს შავი ფერის ესთეტიკა, რომელიც ქმნის Accent | Carbon Black-ის გამორჩეულ, პრემიუმ კლასის დიზაინს. კოლექცია აერთიანებს სხვადასხვა ინოვაციურ ტექნიკას ერთ უნიკალურ დიზაინში.

დახვეწილი დიზაინისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ბალანსი

Bosch-ის Accent Collection | Line Carbon Black გთავაზობთ პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ჩასაშენებელ ტექნიკას, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს.

დაზოგეთ დრო და ენერგია, მიიღეთ მაქსიმალურ სიამოვნება მზადების პროცესისგან და სხვა ყველაფერი თქვენს ჭკვიან ტექნიკას მიანდეთ. სრულყოფილება დეტალებშია.

(R)

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა